აშშ-ში, ლუიზიანას შტატის ქალაქ ახალ-ორლეანში მდებარეობს პარკი “Sydney and Walda Besthoff Sculpture farden”, რომელიც ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი ქანდაკებებით.
პარკში მდებარეობს კორეელი მოქანდაკის დო ჰუნ სას ქმნილება სახელად „კარმა“. მისი სიმაღლე სულ რაღაც 7 მეტრია, მაგრამ უცნაური ფორმისა და ვიზუალური ეფექტის გამო ის უსასრულო გეჩვენება. ქანდაკება 98 ადამიანის ფიგურისაგან შედგება.
„კარმა“ შედგება მამაკაცის ფიგურებისაგან, რომლებიც ერთმანეთს მხრებზე აზიან და ამასთან თვალებს ხელებით უფრავენ. მისი დანახვისას შეუძლებელია არ დაგებადოს კითხვა „რატომ?“
სავარაუდოდ ავტორს უნდოდა ეთქვა, რომ ადამიანები ბრმად მიჰყვებიან სხვებს და ამასთან საკუთარი აზრი არ გააჩნიათ.