ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, უმრავლესობა კვოტირებაზე იმსჯელებს.
ასევე, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს უყრის კენჭს.
კენჭისყრაზე კანდიდატურები ცალ-ცალკე დადგება. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კენჭს უყრიან ია მამალაძის, ზაზა შათირიშვილისა და მალხაზ ასლამაზაშვილის კანდიდატურებს.
უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების რიგებიდან – ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან – ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურას.
რეგლამენტის მიხედვით, კანდიდატურებს სამეურვეო საბჭოს წევრად ასარჩევად სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმა, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.