სკოლაში სწავლას ბავშვები 6 წლის ნაცვლად 3 წლიდან დაიწყებენ. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ ბავშვების მცირე ნაწილს შეეხება, რადგან მშობლების უმეტესობა ბავშვებს საბავშვო ბაღში 3 წლიდან ატარებენ.
პრეზიდენტის განცხადებით, ცვლილება მიზნად ისახავს, განათლებაში უთანასწორობის შემცირებას, რადგან ღარიბ მშობლებს ბავშვები საბავშვო ბაღში არ დაყავთ.
რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, ბავშვები სკოლაში სწავლას შემდეგი ასაკიდან იწყებენ:
4 წლიდან : ჩრდილოეთ ირლანდიაში,
5 წლიდან: კვიპროსში, ინგლისში, მალტაში, შოტლანდიასა და უელსში,
6 წლის ასაკიდან : ავსტრიაში, ბელგიაში, ხორვატიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, უნგრეთში, ირლანდიაში, იტალიაში, ლინხენშტეინში, ლუქსემბურში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და თურქეთში.
7 წლიდან: ბულგარეთში, ესტონეთში, ფინეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, სერბეთსა და შვედეთში.
როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ფორმალური განათლების მიღება_ამ საკითხზე უამრავი მოსაზრება არსებობს.
2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც სკოლაში დაგვიანებით შეჰყავთ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლასში ჰიპერაქტიულები ან უყურადღებოები იყვნენ.
ყველაზე წარმატებული ქვეყნები ამ მხრივ ფინეთი, პოლონეთი და ესტონეთია, სადაც სწავლას ბავშვები 7 წლის ასაკიდან იწყებენ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში ბავშვები ჩვეულებრივ დადიოდნენ საბავშვო ბაღებში.