სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის სამსახურის თანამშრომლები დააკავეს.
თავდაპირველად “გურია ნიუსს” წყარომ უთხრა რომ დაკავებული იყოს სამსახურის უფროსი გურამ ასათიანი, თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა და შესაბამისად, მასალა დარედაქტირდა.
“გურია ნიუსი” ბოდიშს უხდის გურამ ასათიანს და მკითხველს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების გამო.
ჩვენ ვცდილობთ დამატებითი დეტალების გარკვევას და დეტალებს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.