სამცხე-ჯავახეთში აზიური ფაროსანას მონიტორინგისთვის განკუთვნილი სისტემების დამონტაჟება იწყება _ ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აზიური ფაროსანას მონიტორინგი რეგიონში 2017 წელსაც ჩატარდა, შედეგების მიხედვით, მავნებლის გავრცელების და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების ფაქტი არ დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ჩეკურაშვილის განმარტებით, პრევენციისთვის ფერომონები, მიმდინარე წელს, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში განთავსდება, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი შემდგომი წამლობები დაიგეგმება.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ზურაბ ჩეკურაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ისმხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.