„2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებულ სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას,“ – ეს განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2017 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
ნინო ლომჯარია სახელმწიფო უწყებებს დროული და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„სიცოცხლის უფლება ამ საქმეში მაშინ იქნება დაცული, თუ სახელმწიფო დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებს და ეფექტიანად, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ფაქტს, სადაც სავარაუდო უფლებადამრღვევები, შესაძლოა, სწორედ სახელმწიფოს წარმომარგენლები იყვნენ,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.