გურიას რამდენიმე საათია სტიქია უტევს.
მხარის სამივე მუნიციპალიტეტში მოთხრილია ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენის მილები, საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა დაწესებულებების სახურავები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში ძლიერმა ქარმა კულტურის სახლს სახურავი გადახადა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით სოფელ კოხნარში ძლიერმა ქარმა ორ ოჯახს სახურავი მთლიანად გადახდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ზომლეთსა და ხიდისთავს.