“პირველი რადიოს” ცნობით, ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი დირექტორი, ზვიად დევდარიანი დუმილს არღვევს _ დევდარიანი წაყენებულ ბრალდებებზე ხვალ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. ცნობილია, რომ “სიდა”-ს ყოფილი ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გამო, სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.
დევდარიანი პრესკონფერენციას ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამართავს.
ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდანკანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.