ნარკორეალიზატორი ჩემთვის არის სერიული მკვლელი, მარგველაშვილი კი იწყალებს ამ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში _ “პირისპირ“ ისაუბრა და პრეზიდენტის მიერ ნარკორეალიზატორების შეწყალებაზე ერთგვარი სტატისტიკაც მოიყვანა.
“20014 წელს მან შეიწყალა 18 ნარკორეალიზატორი, 2015-ში -18, 2016-ში – 15, 2017-ში -4. წელს ჯერ არ შეუწყალებია“, – ამბობს ზვიად ძიძიგური.
მისი თქმით, ნარკორეალიზატორის მიმართ არავითარი ლიბერალიზაცია არ უნდა მოხდეს. პრეზიდენტი კი სრულად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს.
მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ქორიძის შეწყალებაზე რეკომენდაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძიძიგურის პოლიტიკური გუნდის წევრის ეკა ბესელიას კომიტეტმა გაუგზავნა. ამასთან შეწყალების კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარის ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, ქორიძის შეწყლებაზე პრეზიდენტისთვის კომისიის რეკომენდაცია ეფუძნებოდა იმას, რომ საქმე გამოძიებული, ფაქტობრივად, არ იყო და მასალებში მისი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იკითხებოდა.