საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში წარედგინა. ვახტანგ გომელაურის უწყების საქმიანობის ამსახველი ანგარიში ბიუროს სხდომაზე შევიდა.
დოკუმენტი განსახილველად თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს გადაეცა.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სუს-ის ანგარიშის პლენარული სხდომის ფორმატში მოსმენა სავალდებულოა, რის შემდეგაც პარლამენტი სპეციალურ დადგენილებას მიიღებს.