რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, #16 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცები ჩხუბობდნენ, რის გამოც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს და პოლიციას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
ერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის საქარე მინა თავით ჩაამტვრია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელსაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, პრობაციონერია.