ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ,,ევროული საქართველოს“ წევრები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, მხარი დაუჭრონ საზოგაოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს.
,,ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებიით, მმართველ გუნდს უნდა ესმოდეს, რომ დემოკრატია განსხავევბული მოსაზრებების პატივისცემას გულისხობს.
,,პირველ რიგში, ნინია კაკაბაძეს უნდა მივულოცოთ ის, რომ უმრავლესობის წევრებს არ მოსწონთ მისი კანდიდატურა. ეს მხოლოდ კომპლიმენტია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც აქ სხედან. მესმის, რომ თქვენთვის ის სიყალბე, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, შათირიშვილი ამბობს, რომ ადარებს ვიღაცებს წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის და ბიძინა არის ივანიშვილის მეხოტბე, ეს თქვენთვის არის შინაგანი რწმენის განუმეორებელი მაგალითი, ეს არის თქვენთვის ღირებულების, პრინციპების ერთგულება, ეს არის რელიგიური რწმენა ძალიან მკაფიოდ და ღრმად გამჯდარი თქვენში. გილოცავთ რომ ასეთი საინტერესო პათოსი და სულისკვეთება არის გაერთიანებული. ნინია კაკაბაძის და მის ყველა მხარდამჭერს ვულოცავ, მათ ჰყავთ კანდიდატი, რომელიც არ მოსწონს ,,ქართულ ოცნებას“. იყავით სიყალბეში, გილოცავთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ დემოკრატია ნიშნავს განსხვავებულ მოსაზრებების პატივისცემას“, _ მიმართა ,,ქართული ოცნების“ წევრებს რატიანმა.