ამერიკის შეერთებული შტატები, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს წინადადებათა პაკეტს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის ცხოვრება.
ეს ღონისძიებები დაეხმარება ადმინისტრაციული საზღვრის ყველაზე დაუცველ მოსახლეობას და გაუზრდის გადაადგილების, საარსებო საშუალებების და განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს ინიციატივას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“_ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.