ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ სირიაში, ბაშარ ალ ასადის რეჟიმზე მიტანილ იერიშს კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო მიესალმება.
აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. კანადის პრემიერ-მინისტრი, ასევე, აცხადებს, რომ პარტნიორებთან ერთად მუშაობას განაგრძობს სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამოსაძიებლად.