პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დახურულ ფორმატში გრძელდება. აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის უკმაყოფილება გამოწვია. ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სხდომის ღია რეჟიმში გაგრძელებას ითხოვდა.
,,არსებობს ასეთი პროცედურები ყველა ნორმალურ პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ სუს-ის თავმჯდომარეს ექნება ისეთი ინფორმაცია, რომელიც საჯარო არ არსი და სენსიტიურია, ამისთვის არსებობს მარტივი პროცედურა, კითხვები ისმევა საჯაროდ, თუ მას მიაჩნია, რომ რომელიმე კითხვაზე პასუხი მოითხოვს დახურულ სხდომას ის ამბობს, რომ ამ კითხვას უპასუხებს დახურულ ნაწილში. რაც შეეხება იმას, რომ დეპუტატების გამოსვლები იხურება, ეს საერთოდ უპრეცედენტოა. ბატონო მამუკა, მადლობა ჩვენზე ზრუნვისთვის, ეტყობა გვიფრთხილდებით, რომ ჩვენც რაღაც საიდუმლო ვიცით და არ უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს“, _ განაცხადა ბაქრაძემ.