რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა კასპში.
ძმამ ძმას ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.