ჰარვარდი უძველესი და პრესტიჟული უნივერსიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაარსდა 1636 წელს, მას გააჩნია: ხელოვნების, მეცნიერების, მედიცინის, ღვთისმეტყველების, იურისპრუდენციის, ბიზნესის, დიზაინის, პედაგოგიკის, ასევე ჯანდაცვისა და სახელმწიფო მართვის ფაკულტეტები. განსაკუთრებით პრესტიჟულად ითვლება სამედიცინო და იურიდიული განათლების მიღება.
აქ სწავლა არამარტო პრესტიჟული, ამავე დროს საკმაოდ ძვირიცაა. წლიური გადასახადი შეადგენს 45–60 ათას დოლარს. გარდა ამისა ჰარვარდის უნივერსიტეტში მოხვედრა მარტო მატერიალურ შესაძლებლობებთან არ არის დაკავშირებული. ჰარვარდში ჩაბარების მსურველი უამრავია. უნივერსიტეტის მისაღები კომისია მსურველთა 30 000 განცხადებას განიხილავს, რომელთა შორის მხოლოდ 2000 შეირჩევა.
ოქსფორდი და კემბრიჯი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტებია, არამარტო დიდ ბრიტანეთში არამედ მთელ ევროპაში.
კემბრიჯი დაარსებული იქნა ოქსფორდიდან გამოქცეულ მეცნიერ–მასწავლებელთა მიერ. მას შემდეგ ამ ორ უნივერსიტეტს შორის შეიქმნა ძალიან დიდი კონკურენცია და ამავე დროს მტრული დამოკიდებულება სუფევს. მათ საკუთარი კლუბიც კი ჰყავთ და წარმატებულად ასპარეზობენ. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან.
სორბონს შეიძლება დავარქვათ საფრანგეთის ოქსფორდი ან კემბრიჯი. ეს არის უძველესი სახელგანთქმული უნივერსიტეტი. ამ სასწავლებელში სწავლობდნენ და მოღვაწეობდნენ, ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ: პიერ მარია კიური, ჟოზეფ გეილუსაკი, ანტუან ლავუაზე, მარინა ცვეტაევა და სხვები
გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი დაარსდა XV საუკუნეში. უნივერსიტეტი დაამთავრეს გამოჩენილმა ფილოსოფოსებმა ჰეგელმა და ჰეიმოგოლტმა.
ეს უნივერსიტეტი ცნობილია იურისპრუდენციის, მედიცინის, მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, პედაგოგიკისა და ისტორიის ფაკულტეტებით, აქვე ფუნქციონერებს ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი.