ნოდარ დუმბაძე მეტად მოსწრებული ენით იყო ცნობილი და მისი ენაკვიმატობის მსხვერპლნი ხშირად ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობლებიც გამხდარან.
ნოდარი ხშირად თხზავდა თავშესაქცევ გონებამახვილურ რუსულ “ჩასტუშკებს” და თავისებურადაც ჩაიღიღინებდა ხოლმე. ხრუშჩოვის პერიოდში, როცა გაზეთებში სოფლის მეურნეობის განვითარების გზებზე აუარებელი იწერებოდა, ასეთი რამ წაიმღერა:
“ – наша мама на рассвете поймала аиста. планомерное развитие сельского хозяйства.“
მეორე “ჩასტუშკაც” იმავე ხანებში ჰქონდა მოგონილი და კოსმოსის ათვისების თემას შეეხებოდა:
“ – хорошо, что наш гагарин ни киргиз и ни узбек, ни грузин и ни татарин, а советский человек.”
ერთი პერიოდი, ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველების ციმბირში გადასახლება სურდა. იმ წელს თბილისში ძალზე აცივდა და თოვლიც მოვიდა. გადაიხედა ნოდარმა ფანჯარაში: “ე, ბიჭო, მგონი მართლა გაგვასახლა იმ უპატრონომ, რაღაცა არ გავს საქართველოს ეს ყველაფერიო.”