https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ორი გუნდის გულშემატკივრები

5:04; 22.04.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სტაჟიან გულშემატკივრებს სპორტული ჟურნალისტი არმაზ მეტრეველის სახელი კარგად უნდა ახსოვდეთ. გასული საუკუნის 90-იან წლებიდან 2002 წლამდე ბატონი არმაზი საქართველოს ტელევიზიის სპორტულ რედაქციაში მუშაობდა, ძირითადად საფეხბურთო გადაცემები და რეპორტაჟები მიჰყავდა. არმაზს სპორტულ ჟურნალისტიკაში ბევრი უნახავს და ბუნებრივია, გასახსენებელიც არაერთი საინტერესო ისტორია აქვს.

კოლეგას რამდენიმე დღის წინ დავუკავშირდი და მოგონებების გახსენება ვთხოვე. რასაკვირველია უარი არ უთქვამს და მკითხველს, ახლა სწორედ ჩვენი შეხვედრის „შედეგს“  წარვუდგენ.

„საეთერო ხუმრობა“

ყველას გვახსოვს წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი. იმ დროს ჩვენს ქვეყანაში სრული განუკითხაობა სუფევდა და გამონაკლისი არც საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი გახლდათ. ჩვეული რეჟიმით ვმუშაობდით, მაგრამ გასული სიუჟეტებით უკმაყოფილო ხალხი თავს არ გვანებებდა. იყო ყოველდღიური შემოვარდნები და საქმეების გარჩევა. ამ საქმიანობაში განსაკუთრებით ეროვნული გვარდია და „მხედრიონი“ აქტიურობდა.

იმ პერიოდში სპორტულ რედაქციაში ვმუშაობდი. შემიძლია გითხრათ, რომ ამ განყოფილებაში სერიოზული პროფესიონალები მუშაობდნენ და „გარეთა ექსცესები“ იშვიათად გვქონდა. ამის მიუხედავად, ეს შემოვარდნები ჩვენზეც მოქმედებდა და კონფლიქტების მოგვარება დიდი ნერვების ფასად გვიჯდებოდა.

ერთ დღესაც ოთახში ვიჯექი და რაკი საქმე არაფერი იყო, თავს ნუგზარ ჯუღელის ავტობიოგრაფიული წიგნით ვირთობდი. მომცრო წიგნია, მსუბუქი იუმორით გაჯერებული და ერთი ამოსუნთქვით იკითხებოდა. სოხუმი, ბათუმი, ფოთუმი, ასე იყო დასათაურებული და ცნობილი კომენტატორი სახალისო ისტორიებს იხსენებდა. ერთმა ეპიზოდმა, ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი საბჭოთა კავშირის პირველობაზე, ბაქოში, ადგილობრივ „ნეფთჩის“ ხვდებოდა. ჯუღელი ერთ მეგობარ ქალბატონს დაპირებია, რომ რეპორტაჟის მიმდინარეობისას, ამ შეხვედრის მე-11-დან მე-12 წუთამდე ხმას არ ამოიღებდა.

კომენტატორის სამწუხაროდ, დროის ამ მონაკვეთში სლავა მეტრეველი მოწინააღმდეგე გუნდის კართან ერთი-ერთზე გავიდა. ჯუღელის „ხმა“ დუმდა, ტელეეკრანებთან ნერვიულად მიჯაჭვული სრულიად საქართველო კი გაოგნებული გახლდათ. ბატონი ნუგზარის „საბედნიეროდ“ სლავამ ის მომენტი გააფუჭა და გოლი ვერ გაიტანა.

ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ თავში ერთი იდეა მომივიდა. გადავწყვიტე რომ მეორე დღეს, ჩემი ძმაკაცი გია მესხაძე გამეშაყირებინა.

ალბათ, გახსოვთ, იმ პერიოდში, დილაობით გადაცემა „ალიონი“ გადიოდა. ამ პროგრამაში, კვირაში ორჯერ სპორტული ბლოკი მიმყავდა.

მოკლედ, ერთ დილას, მორიგე ვარ და გოლფის შესახებ „სი-ენ-ენიდან“ გვიან ღამით გადმოწერილი სატელევიზიო რგოლი გავუშვი. სიუჟეტის ბოლოს კი მაყურებელს შემდეგნაირად მივმართე: „ამ სიუჟეტის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებ ქართული სპორტის დიდ მეცენატს,  გოლფისა და კრიკეტის საერთაშორისო ფედერაციების  ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ გია მესხაძეს“.

ეთერში გასვლამდე, იმ დილით გიას დავურეკე და ვურჩიე,  რომ გადაცემისთვის თვალი მიედევნებინა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიდოდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ჩემმა „საეთერო ხულიგნობამ,“  როგორც მოსალოდნელი იყო, სრულიად შეუმჩნევლად, უწყინარად  ჩაიარა და ტელევიზიის  ხელმძღვანელობიდან არანაირი შენიშვნა არ მიმიღია.  არავის აზრად არ მოსვლია ეჭვი  შეეტანა, იმაში რომ გია მესხაძე გოლფისა და კრიკეტის საერთაშორისო ფედერაციების ვიცე-პრეზიდენტი იყო. გოლფის და გია მესხაძის ტიტულებისთვის ვის  ეცალა, მთავარი იყო, მხედრიონის ,,შემოტევები” მოეგერიებინათ. დღეს რომ ვინმემ მსგავსი ტელეხულიგნობა ჩაიდინოს, ალბათ  მხოლოდ საყვედურებით ვერ გადარჩება.

„მოგზაურობა ედინბურგიდან მანჩესტერამდე“

როგორც იცით რამდენიმე წლის განმავლობაში შოტლანდიაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. 2008 წლის გაზაფხულია და ქალაქ მანჩესტერში უეფას თასის ფინალური შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტსა“ და „გლაზგო რეინჯერს“ შორის. ის თამაში „მანჩესტერ სიტის“ სტადიონზე იმართებოდა და მასზე დასწრება გადავწყვიტე.

ედინბურგიდან მანჩესტერამდე სავალ გზას მატარებელი სამ საათში ფარავს.

დილით ედინბურგის რკინიგზის სადგურში მივედი და მატარებელში კუთვნილი ადგილის დასაკავებლად რიგში ჩავდექი. სადგური რეინჯერსის ფანებით იყო სავსე, მთელი მატარებელის 8-ვე ვაგონი „ჯერსის“ ფერებში გამოწყობილ გულშემატკივრებს ეკავათ. მოკლედ, ვდგევარ ფანების გარემოცვაში და ვნატრობ, რომ საღამოს „რეინჯერსმა“  „ზენიტი“ დაამარცხოს. რუსების მარცხი იმ დღეს მე უფრო მინდა, ვიდრე „რეინჯერსის“ ფანებს. რუსეთთან მაშინ უკვე უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ის პერიოდია, ელჩ კოვალენკოს საპროტესტო ნოტის გადასაცემად ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კვირაში ორჯერ რომ იბარებს. ამ დროს მობილურმა ტელეფონმა დამირეკა, ჩემი ახლობელი ალეკო ხუჭუა მეხმიანებოდა. რასაკვირველია მასთან  ქართულად ვისაუბრე. უცებ შევამჩნიე, რომ შოტლანდიელი გულშემატკივრები მომიახლოვდნენ და წრე შემომარტყეს. გავიგე რამდენიმე რეპლიკაც – „რუსია, „ზენიტის“ გულშემატკივარი იქნებაო“.

შოტლანდიაში უკვე რამდენიმე წელი ვცხოვრობდი და ამ ქვეყნის გულშემატკივრების ფსიქოლოგია კარგად მქონდა შესწავლილი. ისინი ინგლისელებისგან განსხვავებით აგრესიულობით არ გამოირჩევიან, პირიქით, ძალიან ღირსეული და მეგობრული ხალხია. ერთმა მათგანმა მკითხა, საიდან ხარო? საქართველოდან-მეთქი. ვის გულშემატკივრობო. მე ვუთხარი, ყველა ქართველი ორ გუნდს გულშემატკივრობს-მეთქი. ეგ როგორო? როგორ და საქართველოს ნაკრებს და ყველა იმ გუნდს, ვინც რუსების წინააღმდეგ თამაშობს-მეთქი…პასუხს მოსალოდნელი ეფექტი ჰქონდა, გამაყრუებელი ყიჟინა დასცეს.

 შოტლანდიელი გულშემატკივრების ერთი საყვარელი, ფრთიანი ფრაზა გამოვიყენე. როდესაც სქოთებს მათი საყვარელი გუნდების დასახელებას სთხოვენ, მათ ასეთი პასუხი აქვთ: „ვქომაგობ შოტლანდიას და ყველას, ვინც ინგლისს ეთამაშება“.

სამწუხაროდ, ის შეხვედრა „ზენიტმა“ ანგარიშით – 2:0 მოიგო. იმ დღიდან კიდევ ერთი შემთხვევა დამამახსოვრდა. ჯერსის ფანებისთვის მართლაც თარსი დღე გამოდგა. მანჩესტერში „რეინჯერსის“ საქომაგოდ ერთდროულად 20 ათასი უბილეთო გულშემატკივარი ჩავიდა. ამ ხალხისთვის ქალაქის მთავარ მოედანზე გიგანტური ტელეეკრანი დამონტაჟდა. დაიწყო შეხვედრა და დაახლოებით სამ წუთში შუქი გამოირთო. ეკრანი ჩაქრა. წარმოიდგინეთ ამ ხალხის იმედგაცრუება? სტადიონზე ვერ მოხვდნენ, შოტლანდიიდან რამდენიმე საათი იმგზავრეს და ფეხბურთს ეკრანზეც ვერ უყურეს.

მატჩის დასრულების შემდეგ ამ განაწყენებულ გულშემატკივრებსა და ქალაქ მანჩესტერის პოლიციას შორის ნამდვილი ომი გაიმართა. ამ შეხლა-შემოხლის უშუალო მომსწრე თავად გავხდი. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს თვალწინ  მართლაც ისეთი ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა, ისეთი შთამბეჭდავი სანახაობა გაიმართა ინგლისელ პოლიციელებს და მთვრალ შოტლანდიელ ფანებს შორის, რომ თავად უილიამ უოლესს და რობერტ დე ბრიუსსაც კი შეშურდებოდათ.

არ დამეზარა და მეორე დილით იმ მოედანს სპეციალურად ვესტუმრე. ალბათ წარმოგიდგენიათ დიდი ნაგავსაყრელი, თუნდაც თბილისის გარეუბანში, გლდანში რომ მდებარეობს. ზუსტად ანალოგიური სანახაობა გადამეშალა. ასე კატასტროფულად დასრულდა რეინჯერსის ფანებისთვის  გასვლა მანჩესტერში: წააგეს, თამაში ვერ ნახეს და პოლიციური ხელკეტებიც იგემეს.

დავით ქლიბაძის „ხუმრობა“

ჩემი მომდევნო მოგონება ბატონ დავით ქლიბაძეს „ეძღვნება“. ამ ადამიანის სახელი შეიძლება ახალგაზრდა ქართველ გულშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ იმ პერიოდში, ჩვენი თაობისთვის ბატონმა დავითმა ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ფანჯარა გაგვიხსნა. „სპორტული კალეიდოსკოპი“  იყო ერთადერთი გადაცემა, სადაც უცხოური ფეხბურთის შესახებ უახლოეს ინფორმაციებს ვგებულობდით. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ორ გადაცემას გავიხსენებდი: „ეს ესტრადაა“ და „ილუზიონი“.

დავით ქლიბაძე  ტელევიზიის სპორტული რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო. მას ორი მოადგილე ჰყავდა – ზაზა ბიწაძე და ანზორ ხომერიკი. სამივე ერთი თაობისა გახლდნენ და რასაკვირველია ახლო მეგობრობაც აკავშირებდათ, ხშირად ერთად ქეიფიც უყვარდათ.

ერთ ჩვეულებრივ დილას ბატონმა დათომ ზაზას დაუძახა და მათ შორის შემდეგი დიალოგი წარიმართა.

– ზაზა, ანზორი არ გინახავს?

– არა.

– მოკლედ, დღეს ანზორა საქეიფოდ გვეპატიჟება და მიკვირს რომ შენ არაფერი გითხრა. ალბათ შენი „მოტეხვა“ უნდა, სამუშაოს დასრულებამდე თვალი არ მოაშორო. დღის ბოლომდე ყურაღებით იყავი, არსად წახვიდე, რომ არ გაგეპაროს.

ამ დიალოგიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ოთახში ანზორ ხომერიკი შემოვიდა და ბატონმა დათომ მას ანალოგიური შინაარსის საუბარი ჩაუტარა: ,, ზაზა საქეიფოდ გვეპატიჟება და რადგან არ უთქვამს შენთვის, ეტყობა შენი მოტეხვა უნდა და თვალყური ადევნე, რომ სადმე არ მოგიტყდესო”.

მოკლედ, ზაზამ და ანზორმა ერთმანეთის თვალთვალი დაიწყეს. მთელი დღის განმავლობაში  ერთმანეთს კუდში დასდევდნენ. მოსაწევად გადიოდა ერთი, მიჰყვებოდა მეორე, ტუალეტში წავიდოდა რომელიმე, მეორე უკან აედევნებოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ამხიარულებდა დათო ქლიბაძეს, რომელიც დიდი ხალისით ადევნებდა თვალს როგორ ყარაულობდნენ ერთმანეთს კოლეგები. დღის ბოლოს ორივეს დაუძახა და უთხრა რომ გაათამაშა და ყველამ ერთად კარგადაც მოილხინეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026
სპორტი

ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა რესპუბლიკური ტურნირიდან 8 მედალი წამოიღეს

17:23; 17 აგვისტო, 2026

ყველაზე “ბოროტი” ტბა მსოფლიოში

კაზუარი - საშიში ფრინველი დედამიწაზე

ყველა სიახლე

სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო