ოკუპანტებმა სოფელ ქერეს მკვიდრი აკაკი მისირელი გაიტაცეს. გატაცებული 65 წლამდე კაცი უკვე ცხინვალშია.
მომხდარის სხვა დეტალების ჯერჯერობით უცნობია. გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელში ვითარებაში ადგილზე გასაცნობად ჩავა.
10 აპრილის მდგომარეობით ირკვევა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს 27 მოქალაქე დააკავეს.