კითხვით _ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები დალაგდეს? _ ,,გურია ნიუსმა“ მმართველი გუნდის წარმომადგენელს მიმართა. როგორც საკითხზე კომენტირებისას შოთა შალელაშვილი აცხადებს, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც რუსეთს საკუთარ პოზიციებს იძულებით დაათმობინებს, ამიტომ, მისი თქმით, ამ ქვეყანასთან პირდაპირი დიალოგია საჭირო.
,,ამ საკითხზე ამომწურავი პასუხის გაცემა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის გარეშე აზრი არ აქვს რეგიონში პრობლემის დალაგებაზე საუბარს, ეს ვერ წარმომიდგენია. ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს არ არსებობს ისეთი ძალა, ვინც რუსეთს იძულებით დაათმობინებს საკუთარ პოზიციებს, ამიტომ პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო“, _ განაცხადა შალელაშვილმა.