დღეს, დაბა ურეკის კულტურის სახლში პარტია “ქართული ოცნების” რეგიონული კონფერეცია გაიმართა, სადაც პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს.
ყრილობის დელეგატთა გადაწყვეტილებით პარტიას გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს.
არჩილ თალაკვაძე, გიორგი ღურჯუმელიძე, რუსუდან მემარნიშვილი, გრიგოლ ხაჭაპურიძე და სოსო ერქომაიშვილი კი ბიუროს წევრებად აირჩიეს.
პარტიულ კონფერენცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.