თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „იოლში“ დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა.
პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.