,,პარტრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის განცხადებით, ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ყველაფერს უნდა აკეთებდეს. როგორც კვიაციანი აცხადებს, დღეს ხელისუფლება უმოქმედოა, ამიტომ, მისი თქმით, დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს.
,,ხელისუფლება არ უნდა იყოს გაჩერებული, ტერიტორიების დასაბრუნებლად მუდმივად უნდა დგამდეს ნაბიჯებს, არა მარტო ტერიტორიების, თვითონ ხალხის _ აფხაზებისა და ოსების, დასაბრუნებლად. როდესაც ხელისუფლება გაჩუმებულია და ვერაფერს ახერხებს, არსებობს ოპოზიცია, რომ რაღაც ნაბიჯი გადადგას. როგორც კი აფხაზები და ქართველები ერთმანეთთან მივიდოდით და შერიგებისკენ წავიდოდა საქმე, მაშინვე მიმდინარეობდა პარტიზანული მოძრაობები საქართველოს მხრიდან, მერე აფხაზების მხრიდან, რომ ერთმანეთს დავეშორებინეთ. ხომ უნდა ვისწავლოთ ჭკუა, წაგვართვეს ტერიტორიები და ჩვენ ვიბუტებით კიდევ? უნდა მივიდეთ, ველაპარაკოთ და ან ძალით წავართვათ, ან მოლაპარაკებით დავიბრუნოთ“, _ განაცხადა კვიციანმა.