მსხალს ადამიანი უკვე ორი ათასი წელია მიირთმევს. ის თაფლივით ტკბილია და დიდი ენერგეტიკული ღირებულებები გააჩნია.
დადგენილია, რომ მსხალში ტუტე ვალენტობაა. მსხალი მდიდარია კალიუმით, გულის მუშაობის აუცილებელი ელემენტებით, ლიმონის ასკორბინისა და ქლოროგენის მჟავებით, რომელიც კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.
ვიტამინები მსხალში კი ცოტაა. იგი უმნიშვნელოდ შეიცავს კაროტინს. B ჯგუფის ვიტამინებს, ფართო მიკროელემენტების ასორტიმენტს, იოდს, თუთიას, მაგნიუმს, რკინას, ბორს.
რაც უფრო მწიფეა მსხალი მით უფრო ნაკლებია მასში მჟავა და გვეჩვენება რომ ტკბილია. სინამდვილეში მსხლის შაქრიანობა ზომიერია.
დღესდღეობით, ცნობილია მსხლის 5 ათასამდე ჯიში. მათ ორ ჯგუფად ყოფენ _ სადესერტო და სუფრის ჯიშებად.
სადესერტო ჯიში ტკბილია, რბილი და აქვს ნაზი რბილობი. ასეთები არიან გულაბი, ჟოზეფინა, ალექსანდროული. მსხალი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ახალი მწიფე ნაყოფი ადამიანს დეპრესიის დაძლევაში ეხმარება. ასეთი ეფექტი აქვს მწიფე და რბილ არომატულ მსხალს.
შარდ კენჭოვანი დაავადების, ღვიძლისა და სანაღველე გზების დაავადების დროს ეფექტურია ახალი და ნახარში მსხალი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.