თბილისში 24-ე საჯარო სკოლასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება მოქალაქესა და მოსწავლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მონაწილემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლასთან იდგნენ შენიშვნა მისცა.
24-ე სკოლის დირექტორი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პირად საუბარში აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცივი იარაღი ამოღებულია. დირექტორის ვარაუდით, მისი გამოყენება ვერ შეძლეს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, 24-ე სკოლის მოსწავლეს ხელი ჰქონდა გაჭრილი, თუმცა არ იციან, დანით მიაყენეს მას ჭრილობა, თუ ჩხუბისას დაზიანდა.
როგორც შს სამინისტროდან „რუსთავი2“-ს განუცხადეს, მომხდარში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.
უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.
სამართალდამცველებმა ინციდენტის მონაწილე პირები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
წყარო: რუსთავი2