პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ,,ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერ თანხმდება. ამასთან, როგორც ძაბირაძე აცხადებს, მმართველი გუნდის მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშილის დასახელება დიდი შეცდომა იქნება.
,,ქართულ ოცნებას“ არ ეჩქარება საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება და რაც უფრო გვიან დაასახელებენ, მით უფრო მომგებიანი იქნება მათთვის. არ გამოვრიცხავ, რომ, ჯერჯერობით, ვერ თანხმდებიან ერთიან კანდიდატზე. ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობა სრულიად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. თუ ივანიშვილს პოლიტიკაში უნდა დაბრუნება, უნდა დაბრუნდეს პრემიერად და არა პრეზიდენტად. დღესაც კი, როცა ივანიშვილის ოფიციალურად არანაირი პოსტი არ უკავია, საუბარია იმაზე, რომ ყველა საკითხი მასთან თანხმდება და იმ შემთხვევაში თუ ის პრეზიდენტი გახდება, საზოგადოების ცნობიერებაში საპრეზიდენტო მმართველობა დაბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი კონსტიტუცია ყირაზე დადგება. თუ მას პოლიტიკაში დაბრუნება სურს, უნდა დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე“, _ განაცხადა ძაბირაძემ.