ლანჩხუთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საფეხბურთ კლუბ „გურიას“ დავალიანების დაფარვის მიზნით, 35 ათასი ლარის გაღება მოუწევს.
როგორც გაირკვა, აღნიშნული თანხის გადახდა „გურიას“ სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაეკისრა.
მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, კლუბის დავალიანება ნახევარმილიონამდე აღწევს, რომლის გადახდაც ადგილობრივი ბიუჯეტისთვის შეუძლებელია.
„ზოგადად ვიცით, რომ კლუბის დავალიანება ნახევარმილიონამდეა, თუმცა, რეალურად რამდენი აქვს კლუბს დავალიანება, აქამდე გაურკვეველია, ამიტომ აუდიტია შესული და სწავლობს იქ არსებულ მდგომარეობას. 10 ათასი ლარი სასამართლოს გადაწყვეტილებით ადრე ჩამოეჭრა კლუბს, ახლა 35 ათასი ლარის გადახდა დაგვეკისრა“, _ ამბობს სარიშვილი.