“არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა არ დადასტურდა”, – ამის შესახებ განცხადება, მაჩალიკაშვილების ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გააკეთა.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები მიიღეს. კუბლაშვილის განცხადებით, რამდენიმეთვიანი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის ვერც თითის ანაბეჭდი და ვერც დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს.
„პასუხი არის შემდეგი, არის გარკვეული ნაწილაკები, თუმცა რთულია მისი იდენტიფიცირება და აქედან გამომდინარე დასკვნაა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თითის კვალი, მისი ანაბეჭდები არ ფიქსირდება წარმოდგენილ ხელყუმბარაზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული. უმთავრესი არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა არ დადასტურდა” – ამბობს კუბლაშვილი.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სპეცრაზმელები მაჩალიკაშვილის მობილურმა ტელეფონმა შეაშინა, რომელიც მას ხელში ეჭირა, ან 19 წლის ახალგაზრდას ოთახში შესვლისთანავე საფრთხის იდენტიფიცირების გარეშე ესროლეს.
მაჩალიკაშვილების ოჯახიდან ამოღებული ხელყუმბარის ვალიდურობის საკითხს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აყენებს.
არსებობს ვარაუდი, რომ ხელყუმბარა მაჩალიკაშვილების სახლში საერთო არ ყოფილა და ის სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
პანკისის ხეობის უხუცესები მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მცდელობაზე ალაპარაკდნენ. ხეობა დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.