ჩოხატაურში, დღეს, პარტია “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები უნდა აირჩიონ.
შეხვედრა 1 საათზე დაიწყება, თუმცა, დელეგატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა შეკრება უკვე დაიწყეს
შეხვედრა ხელოვნების სასახლეში იმართება და როგორც გვითხრეს, დარბაზის ქირის თანხა IRI-ს მიერ არის გადახდილი.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლეში მოსული ადამიანების უმრავლესობა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები არიან. ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერილი აქვთ.
“გურია ნიუსი” მათი სიტყვების სინამდვილეს ამ წუთებში ამოწმებს და ასევე ცდილობს მოიპოვოს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დღევანდელი პარტიული შეკრების ადგილის ქირა ნამდვილად გადახდილია.