,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი თეიმურაზ ჭკუასელი ,,გურია ნიუსს“ უდასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა შემცირდება. რაც შეეხება საბჭოს ახალ წევრებს, ჭკუასელის თქმით, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა უმეტესად, არა მთავრობის ან პარლამენტის, არამედ პარტიის წევრებით დაკომპლექტდება.
,,დღეს გახდება ცნობილი ახალი შემადგენლობის შესახებ. გიდასტურებთ, რომ პოლიტსაბჭო შემცირდება. რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოში ახალი სახეები იქნებიან არა პარლამენტარები და მთავრობის წევრები, არამედ პარტიის წევრები, ეს პარტიის პოლიტსაბჭოა და არა პარლამენტის ან მთავრობის“, _ გვითხრა ჭკუასელმა.
ცნობისთვის, ამ დრომდე ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო 19-კაციანი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. დღეს, სხდომის შემდეგ, ოფიციალურად გახდება ცნობილი ვინ დაემატება ან დატოვებს პოლიტსაბჭოს შემადგენლობას.