დღეს, ლანჩხუთის კულტურის სახლში, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს. პარტიულ კონფერენციას პარლამენტარები ნინო წილოსანი და გია ბენაშვილი ესწრებოდნენ, პარტიის ცენტრალურ ოფისს კი დიტო სამხარაძე წარმოადგენდა. აქ ასევე იყო მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძეც.
ყრილობის 250 დელეგატის გადაწყვეტილებით, ლანჩხუთში პარტიას ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი უხელმძღვანელებს.
ბიუროს წევრებად გიორგი ხელაძე, სონია მეფარიშვილი, ლოლიტა ურუშაძე, ლადო ნანაძე და გიგი გვარჯალაძე აირჩიეს.