დღეიდან თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე კანონი ძალაში შევიდა, თუმცა, როგორც ფაქტები ცხადჰყოფს, კანონის დამცველები კანონს არ იცავენ. ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს “გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული კადრები, რომელშიც გარკვევით ჩანს, რომ სიგარეტს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეწევიან _ თანაც პოლიციელების თვალწინ.
კითხვაზე _ რატომ არ დააჯარიმეს ისინი, იქვე მდგარმა პოლიციელმა გვითხრა, რომ კანონის დამრღვევებს გაფრთხილება მისცა.
თუმცა, კითხვა _ რატომ არ გამოწერა ჯარიმა, როცა ამას კანონი ითვალისწინებს, უპასუხოდ დატოვა და ტერიტორიაც მიატოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან სიგარეტის მოწევა არ შეიძლება: საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;