ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ლგბტ თემის აქტივისტებმა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გადადგომა მოითხოვეს და ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. აქტივისტები კომიტეტის თავმჯდომარისგან მოითხოვდნენ ახსნას, თუ რატომ არ გაიმართება 17 მაისის ღონისძიება.
,,თქვენი აზრით, ლგბტ-ების უფლებები არის თუ არა ადამიანის უფლებების სფეროს ნაწილი? მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღიურად ამ ადამიანებს უწევთ ძალიან დიდ ძალადობასთან, აგრესიასთან გამკლავება“, _ მიმართა ერთ-ერთმა აქტივისტის წევრმა კომიტეტის თავმჯდომარეს.
სოფო კილაძის თქმით, აქ ქვეყანაში ადამიანის უფლებები კონსტიტუციით მაქსიმალურად დაცულია.
,,ჩემთვის უზენაესი არის საქართველოს კონსტიტუცია და ყველა კანონმდებლისთვის ასე უნდა იყოს. კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი. მე გაგეცით პასუხი თქვენს კითხვაზე“, _ მიმართა აქტივისტებს კილაძემ.
კომიტეტის წევრებმა ლგბტ თემის წარმომადგენელებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, თუმცა, ხმაურის და დაპირისპირების გამო, კომიტეტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.