გუშინ ქალაქ გორში თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართება ეროვნული ლიგის მე- 9 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გორის „დილა“ და – თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდა.
სტადიონზე „დილას“ გულშემატკივრებსა და თბილისის „დინამოს“ ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სტადიონის ინვენტარი დაიმტვრა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მომხდარზე კი გამოძიებას უწყება 187-ე მუხლით აწარმოებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„საფეხბურთო კლუბების გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო, კონფლიქტში ჩაერთვნენ გულშემატკივრებიც. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორივე გუნდის მხარდამჭერებმა დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები. სამართალდამცველების დახმარებით ორივე გუნდის მოთამაშეებმა სტადიონი უსაფრთხოდ დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მატჩი გორის „დილასა“ და – თბილისის „დინამოს“ შორის ფრედ 1-1 დასრულდა.