პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას აფასებს. როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, პარლამენტში მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენება ,,ქართული ოცნებასთან“ მშვიდობიანი დამოკიდებულების მომასწავებლად აღიქმებოდა. ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ღელავდა, რამაც მოხსენების შემოკლება განაპირობა.
,,პარლამენტში ემოციური ფონი იყო შექმნილი, იმიტომ, რომ მარგველაშვილის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი, როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა. ეს დაძაბულობა და სტრესი კარგად იგრძნობოდა. სწორედ, ამ დაძაბულობის გამო შეამოკლა სიტყვა საქართველოს პრეზიდენტმა. მარგველაშვილმა გამოსვლისას ყველა კრიტიკული საკითხი ახსენა, უბრალოდ, მისი ინტონაცია არ იყო აგრესიული და მისი გამოსვლა მშვიდობიანი დამოკიდებულების მომასწავებელად აღიქმებოდა.როცა ადამიანი რამეზე ღელავს, ცდილობს, მოკლედ ილაპარაკოს, რათა ღელვას დააღწიოს თავი. ანალოგიური შემთხვევა იყო მარგველაშვილის ლაკონურობაც. მის ღელვას ისიც დაემატა, რომ არ მისცეს ლაპარაკის საშუალება, ამიტომ ადგა და გაიქცა“, _ განახადა საყვარელიძემ.