1 მაისს, ძალაში შევიდა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება.
მოწევის აკრძალვასთან ერთად, კანონით შემოდის ჯარიმებიც. წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას კი 1000 ლარით.
ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 100 ლარით.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა დაჯარიმდა თუ არა გურიაში ვინმე აღნიშნული კანონის დარღვევის გამო. როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, ჯერჯერობით, გურიაში “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებიათ.