ამ წუთებში “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ავტოფარეხიდან ავტომანქანის გატაცების საქმე გახსნილია. შსს-ს გურიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნულ საქმეზე ორი პირი ამხილა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი დაკავებულები, სოფელ შემოქმედში მცხოვრები, 20 და 21 წლის ახალგაზრდები არიან. ისინი ბრალს აღიარებენ.
ოზურგეთში, პოლიციის შენობის წინ დაკავებულების ახლობლები არიან შეკრებილი, თუმცა, მათ “გურია ნიუსთან” კომენტარი არ გააკეთეს.
როგორც “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხდეს, “ცხემლისხიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია ორი პირი. მიმდიანერობს საგამოძიბო მქომედებები სსსკ 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს”.