მარნეულში, ჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, და ასევე ამავე კოდექსის და 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს, ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლ საწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას. ამ ეტაპზე ჩანიშნული არის შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.