დღეს მოსკოვში პუტინის ქვეყნის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. რის შემდეგაც, კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას RT ავრცელებს.
რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტის პოსტზე დიმიტრი მედვედევი წარადგინა.
როგორც ცნობილია, მედვედევის კანდიდატურას მხარი რუსეთის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს.
დიმიტრი მედვედევი რუსეთის მთავრობას 2012 წლის 8 მაისიდან ხელმძღვანელობდა.