ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არც ერთი სახის ნარკოტიკი მოიხმარონ, რადგან, მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, საკუთარ სიცოცხლეს დიდი რიკის ქვეშ ჩააგდებენ. ამასთან, დეპუტატის თქმით, რამდენიმე კვირაში დაიწყება ახალ კანონპროქტზე მუშაობა, რომელიც ნარკოპოლიტიკის მიმართულებით პრობლემებს აღმოფხვრის.
,,სულ რამდენიმე კვირაში შევძლებთ,რომ მთელ რიგ საკითხებზე ამოვწუროთ რესურსი კონსენსუსის და შემდეგ ფართო საზოგადოების წინაშე სამსჯავროზე გამოვიტანოთ ეს საკითხი. საჯარო დისკუსიის ფორმატში შევძლებთ ქვეყნისთვის ძალიან საჭირო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას ნარკოგამსაღებლებთან, მათ შორის, იმ მომაკვდინებელ პრეპარატებთან, რომლებიც წლების მერე კი არ კლავს, არამედ ახლავე, რამდენიმე საათში. თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ არ მოიხმარონ ნარკოტიკები. არ ვთვლი, რომ მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკები არსებობს. რეალურად, არსებობს შხამი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში კლავს. ასე რომ, არ მოიხმაროთ არანაირი ნარკოტიკი. მესმის, რომ ეს მოწოდება მთელ საქრთველოში ნაკოტიკების მოხმარებას ვერ შეწყვეტს, მაგრამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ წამიერი სიამოვნების გამო რამხელა საფრთხის ქვეშ აგდებენ საკუთარ სიცოცხლეს“,_განაცხადა ზოიძემ.