კრედიტის გაცემის წესთან ერთად იცვლება სესხისა და კრედიტის ყოველთვიური გადახდის წესი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დებულებაშია აღნიშნული.
“ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების” პროექტშია აღნიშნული, დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე/კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე, გარდა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული სესხების/კრედიტებისა.
როგორც პროექტში წერია “დაუშვებელია ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით”.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისიდან სესხისა და კრედითის შესახებ ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რაც სესხების გაცემის გამკაცრებას გულისხმობს.