სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, მარგველაშვილი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თავდასხმებს არ შეუშინდება და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ,,ქართულ ოცნებას“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი და რასაკვირველია, მათთვის წარმატებული შედეგის მქონე სხვა კანდიდატი მიუღებელია“,_ აცხადებს პოლიტოლოგი.
,,მამხნევებს, რომ ის პოლიტიკური არითმეტიკა, რომელსაც ვაქვეყნებ ხოლმე სრულიად მისაღები და სწორია. ჩემი პოლიტიკური არითმეტიკა ბრძანებს, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ გამოვაკლოთ ცოცხები უდრის ,,ქართულ ოქნებას“. ეს პარტიები ძალიან შეხმატკბილებულად ესხმიან თავს საქართველოს პრეზიდენტს, განსაკუთრებით პარლამენტში სტუმრობის შემდეგ. ,,ქართულ ოცნებას“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი და რასაკვირველია, მათთვის წარმატებული შედეგის მქონე სხვა კანდიდატი მიუღებელია. თავისი ბუნებით გიორგი მარგველაშვილი არ არის ლაჩარი, ვფიქრობ, ის ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას ოქტომბრის არჩევნებში“,_ განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 5 წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს.