ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არ გამორიცხა, რომ ოქტომბრის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, მისი მოკავშირე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი საზოგადოება იქნება.
,,ჩემი მოკავშირე არის მხოლოდ ქართული საზოგადოება და თუ გადავწყვეტ, რომ ვიყარო კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩემი ამოსავალი და მოკავშირე იქნება მხოლოდ ქართველი საზოგადოება. სხვათაშორის, ,,ქართული ოცნების“ ფარგლებშიც ასე იყო, მე ,,ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა მიჭერდა მხარს, მაგრამ არ ვიყავი ,,ქართული ოცნების“, როგორც პარტიის ან თუნდაც კოალიციის წევრი“, _ განაცახადა მარგველაშვილმა.