წუხელ, თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე. დეპუტატი იმედოვნებს, რომ გამოძიება ნარკორეალიზატორების მფარველებსაც დააკავებს:
_ იმედი მაქვს, 8 ნარკობარიგის დაკავებით არ დამთავრდება დღეს ჩატარებული ერთდროული სპეცოპერაცია და თუ იგი ბარიგების მაღალჩინოსან მფარველებზე არ გაიყვანს გამოძიებას, მაშინ ამ სპეცოპერაციის ეფექტი და მიზანშეწონილობა საკამათო გახდება ჩემთვისაც. დღეს ვერავინ დააჯერებს საზოგადოებას, რომ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა/გასაღებას “კრიშები” არ ჰყავს. დადგა დრო მათი სახეები გვაჩვენოთ! ველოდებით სწრაფ გამოძიებას! ისედაც ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, _ წერს კვაჭანტირაძე.