ჩვენ არ ვლაპარაკობთ ნარკომანიაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ თავისუფლებაზე _ განაცხადა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე პოეტმა ლაშა ბუღაძემ. მისი თქმით, წმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროშია ჩასატარებელი და არა ახალგაზრდებში.
_ მე მოგიწოდებთ ყველას გამოდით სახლებიდან, მოდით აქციაზე და ერთად ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, _ განაცხადა ბუღაძემ.