პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბექა წიქარაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციაზე მისვლასა და დალაპარაკებისკენ მოუწოდობს.
“ჩვენ უნდა მივაღწიოთ სოციალურ ცვლილებებს. არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი შემდგომი თაობის , რადგან ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. ქუჩა პარალიზებულია და ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს. მოვიდნენ და დაგველაპარაკონ. რა ხედვა აქვთ საერთოდ ან ხედავენ ხალხს? ესმით ხალხის ხმა?“,_ამბობს ის და აღნიშნავს, რომ პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას მხარს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც უჭერს.