მმართველი გუნდის წევრი დიმიტრი ხუნდაძე გუშინ, გვიან ღამით, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. ხუნდაძე მხარდაჭერას უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აცხადებს, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლის აქტიური მოქმედებები უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო.
,,ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ნარკოტიკების მასობრივი პოპულარიზაცია და ნარკოტიკების მოხმარებამ მიიღო უკონტროლო ხასიათი. იყო ფაქტები ზედოზირების, იყო გარდაცვალების ფაქტები კლინიკებში. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე საყვედურიც მაქვს, უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო აქტიური ქმდება და ასევე, მაქვს შეთავაზება, რომ აუცილებლად იქნას შესწავლილი თუ საიდან ფiნანსდება ბოლო პერიოდში ნარკოტიკების პოპულარიზაცია“,_ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ,,tv პირველის“ ეთრში.