სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, 11 მაისს,თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი,სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი,1995 წელს დაბადებული ზ.კ. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე მ.ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved