პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ქრონიკასთან” საუბარში გამოხატა პატივისცემა ყველა იმ ახალგზრდის მიმართ, ვინც თავისუფლების იდეით ამჟამად რუსთაველზე დგას.
კობახიძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზეც ილაპარაკა. “პირველ რიგში სამართლამცველებს აქვთ ფუნქცია მინიჭებული და ამ ფუნქციიდან გამომიდნარე საჭიროა ღონისძიებების მიღება. საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებდა უსაფრთხოების დაცვას.
“თქვენ გახსოვთ რომ ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკებით და სწორედ ამას უავშირებოდა სპეცოპერაცია”, – ამბობს კობახიძე.
“იყო კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზებასთან დაკავშრებით, აქიდან გამომდიანრე იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ეს ჩვეუელბრივი პრაქტიკაა და სხვა ქვეყნებშიც მომხდარა”, – აცხადებს კობახიძე.
“როდესაც არსებობს ინფორმაცია, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს, ამ შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს შესაბამისი ოპერაცია. იყო თუ არა პროპორციული ჩარევა ეს დამატებით შესწავლას საჭიროებს. მიზანი შესვლის იყო ლეგიტიმური და ინფორმაციის მიხედვით ჩარევა იყო პროპორციული”, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ. აქციის მხარდასაჭერად ქუთაისიდან და ბათუმიდანად მიემართებიან მოქალაქეები.
აქცია გვიან ღამით ჩატარებულ სპეცოპრაცაიას უკავშირდება, რომელიც კლუბ „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.